← ყველა თამაში

AD GAMES / არკადა · ვერტიკალური რეჟიმი

Aqua
Escape

პატარა თევზი. დიდი გამოწვევა.

Aqua Escape არის Blinky Run-ის მონათესავე თამაში, რომელიც მის შემდეგ, როგორც უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა, შევქმენი. Blinky Run-ისგან განსხვავებით, Aqua Escape-ს ვერტიკალურ რეჟიმში თამაშობ, ამიტომ ის იდეალურია სწრაფი და მარტივი თამაშისთვის. თამაშს ადვილად აუღებ ალღოს, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება. თვალებით მართვა ამოვიღე, რადგან მოკლე დროში მეტისმეტად ბევრჯერ დახამხამება გიწევდა.

პირველად გამოქვეყნდა 2024 წლის 16 დეკემბერს

Aqua Escape-ის ილუსტრაცია
ᲗᲐᲛᲐᲨᲘᲡ ᲒᲖᲐᲛᲙᲕᲚᲔᲕᲘკონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ითამაშო

თითით მართვა

პერსონაჟის სამართავად ეკრანს შეეხე.

სახის მოძრაობით მართვა

სახის მოძრაობითაც შეგიძლია თამაში! პერსონაჟი პირის მოძრაობით მართე. მიჰყევი თამაშში მოცემულ ინსტრუქციას, ჩართე სახის მოძრაობით მართვა და ითამაშე ხელების გარეშე.

ხარვეზების მოგვარება

ხშირი პრობლემები

  • სახის მოძრაობით მართვა გამართულად არ მუშაობს: შეამოწმე, მუშაობს თუ არა მოწყობილობის კამერა და საკმარისია თუ არა განათება. სუსტ განათებაში კამერას შეიძლება სახის დაფიქსირება გაუჭირდეს. ასევე დარწმუნდი, რომ მოწყობილობა სახის პირისპირ გიჭირავს.
  • თამაში ჭედავს ან იყინება: შეამოწმე, ფონზე რესურსების მომთხოვნი სხვა აპები ხომ არ მუშაობს.
  • რეკლამა ზედმეტად ხშირად ჩნდება: რეკლამის წყალობით თამაში უფასოა. ვცდილობთ, რეკლამების რაოდენობა ზომიერი იყოს, მაგრამ თუ გეჩვენება, რომ მაინც მეტისმეტია, მოგვწერე!

რეკლამა და აპში შესყიდვები

Aqua Escape უფასოა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია შეიძინო „რეკლამის გარეშე“, „სკინების პაკეტი“ ან „სრული პაკეტი“. „რეკლამის გარეშე“ ან „სრული პაკეტი“ რეკლამას გამორთავს. iPhone-სა და iPad-ზე შესყიდვებს Apple ამუშავებს, Android-ზე კი Google Play. მეტი გაიგე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

კონტაქტი

თუ კიდევ გჭირდება დახმარება ან გინდა, გაგვიზიარო შენი აზრი, მოგვწერე:

შენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ რამე დაგჭირდება, სიამოვნებით დაგეხმარებით!